გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
აღინიშნა, რომ გენერალური გეგმის მიზანია ქალაქის, როგორც ადმინისტრაციული, ეკონომიკური, ისტორიულ-კულტურული და ტურისტული ფუნქციის გაძლიერება, სოციალური ინფრასტრუქტურისა და სარეკრეაციო სივრცეების მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში, ასევე, მომზადდება პრიორიტეტული საინვესტიციო ჩამონათვალი, რათა შემუშავდეს გზამკვლევი შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმებით. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა