ამ ნაძირალას ვინც ჟურნალისტს დაუძახებს, უარესი ნაძირალაა – თენგიზ შარმანაშვილი მერაბ მეტრეველზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, რომელიც ალეკო ელისაშვილის ქმედების გამართლებას ცდილობს და წერს, რომ “ხელისუფლებამ ქვეყანაში ისეთი გამოუვალი მდგომარეობა შექმნა, რომ ადამიანები სასოწარკვეთილ ნაბიჯებზე მიდიან”.
შარმანაშვილს არ ეგონა, თუ ვინმე ელისაშვილის ჩადენილ ქმედებას გაამართლდებდა და აქვე წერს, რომ “ფიშერი ალბათ შეძლებს”.
“ამ ნაძირალას ვინც ჟურნალისტს დაუძახებს, მეტრეველზე ვამბობ, უარესი ნაძირალაა ! ამას თუ ვინმე გაამართლებდა, არ მეგონა. თუმცა, ფიშერი ალბათ შეძლებს”-წერს შარმანაშვილი.
-ს ცნობით, კოალიცია “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, დაკავებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო