Reuters – შესაძლოა, მარკო რუბიომ მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს

შესაძლოა, მარკო რუბიომ მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების სახელით სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ დაესწრება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3 დეკემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე