შვეიცარიელ ბიზნესმენებს ტრამპის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

შვეიცარიელმა კანონმდებლებმა, გრეტა გისინმა და რაფაელ მაიმმა ქვეყნის მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
როგორც შვეიცარიის გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, დეპუტატების სარჩელი წარმოებაში მიღებულია, თუმცა, გამოძიება ბიზნესმენების წინააღმდეგ ჯერ არ დაწყებულა.
გისინი და მაიმი ამტკიცებენ, რომ შვეიცარიისთვის ტარიფების 39%-დან 15%-მდე ჩამოწევის პერიოდი პირდაპირ იყო დაკავშირებული პრეზიდენტთან შეხვედრის თარიღთან, როცა კონკრეტული კომპანიების ლიდერებმა დონალდ ტრამპს კეთილგანწყობისთვის ოქროს ზოდი და Rolex-ის მაგიდის საათი გადასცეს, რაც შვეიცარიული კანონმდებლობით მოსყიდვად ითვლება. ეს კი კანონმდებლებს უჩენთ ეჭვს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებაზე გავლენა ნაჩუქარმა პროდუქტებმაც იქონია. მათივე შეფასებით, “ოქროს ზოდების დიპლომატია” ქვეყნის რეპუტაციას მნიშვნელოვნად აყენებს ზიანს.
შეგახსენებთ, თეთრი სახლმა შვეიცარიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 39%-იანი ტარიფები დაუწესა. ამიტომ, ალპურ სახელმწიფოში საათების მწარმოებელი სექტორი, ისევე როგორც ყველისა და შოკოლადის მცირე და საშუალო მწარმოებლები, ამერიკის პრეზიდენტის გულის მოგებას მას შემდეგ ცდილობენ.
ნოემბრის დასაწყისში, ექვსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მათ შორის „როლექსისა“ და ფუფუნების საგნების გიგანტ „რიშმონის“ ბოსები, -ის პრეზიდენტს შეხვდა, რათა მისი ყურადღება შვეიცარიის ეკონომიკისთვის ტარიფების ზრდით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გაემახვილებინათ. სტუმრებმა მასპინძლე სსაჩუქრები ჩაუტანეს. შვეიცარიული პრესის ცნობით, ვაშინგტონში ჩატანილ ძღვენს შორის განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო ოქროსგან დამზადებული „როლექსის“ მაგიდის საათი და ოქროს ზოდი ავტოგრაფით.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა