ს დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ს დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებულია.
“დაკავებულია კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.
დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს