ცაკნა: ევროპული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებელია

დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ათასობით მოქალაქე მამაცურად დადგა თავისი ქვეყნის დემოკრატიული გზის დასაცავად. ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა ქართველს, რომელიც აგრძელებს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და ინარჩუნებს რწმენას თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მიმართ. თქვენი სიმტკიცე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებელია — ეს მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულის ჩახშობა შეუძლებელია. მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს თქვენს მისწრაფებებს დემოკრატიული, ევროპული მომავლისკენ.