გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს, მთელი საზოგადოება ვიდგეთ ერთად და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა “პალიტრანიუსის” ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს.
გიორგი სიორიძის განცხადებით, განსაკუთრებულ და სიმბოლურ თარიღებში აქციაზე ათასობით დემონსტრანტი გამოდის, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ევროპული მომავლის წართმევას.
„28 ნოემბერი სიმბოლური თარიღია, როდესაც ირაკლი მ მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა და ქართველი ერის ისტორიულ არჩევანზე განაცხადა უარი, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეეჩერებინა. ამის უფლება არავის არ აქვს ამ ქვეყანაში, მით უმეტეს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება. ჩვენ ვნახეთ, 28 ნოემბერს საღამოსვე როგორ იხუვლა ხალხმა და ძალიან მალე მთელი რუსთაველი გადატენილი იყო. მას შემდეგ დაიწყო უწყვეტი წინააღმდეგობის მოძრაობა და ერთი წელიწადია ის რუსთაველზე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი შეიძლება ყოველ საღამოს იდგეს აქ, ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებულ თარიღებში, როგორიც დღესაა, რამდენ ათასიანი დემონსტრაციაა აქ. ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“ იმას, რომ წაართვას ევროპული მომავალი“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.