Tripadvisor-ის კვების რჩეულ მიმართულებებს შორის საქართველო ვერ მოხვდა

ყოველწლიურად, მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული პლატფორმა, Tripadvisor-მა მსოფლიოს საუკეთესო კვების მიმართულებებს აქვეყნებს, რომელიც 12 თვის განმავლობაში მომხმარებლის მიერ შეგროვებულ მიმოხილვებსა და რეიტინგებს ეფუძნება.
Tripadvisor-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, საუკეთესო კვების მიმართულებების, რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე ვიეტნამის დედაქალაქი ჰანოია. სამეულშია – რომი და კრეტა.
ათეულში მოხვდა – პერუს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქი კუსკო, ასევე ფლორენცია, ახალი დელი, ბარსელონა, ახალი ორლეანი, ლისაბონი და ფუკეტი.
2024 წლის საუკეთესო გასტრონომიული მიმართულებების სიაში მე-13 ადგილი დაიკავა ბაქომ, მე-14 – სტამბოლმა. რეიტინგში ვერ მოხვდა საქართველოს ქალაქები.
25 რჩეულ ქალაქს შორისაა ასევე – პარიზი, ჯაიპური, ათენი, კარტახენა და კუბა.