უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგა, ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტმა მ დაკავებული თანამდებობიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი გაათავისუფლა. მან აღნიშნა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება ერმაკმა თავადვე დაწერა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცვლილებები იგეგმება.
„ანდრის მადლიერი ვარ, რომ უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებებისას წარმოადგენდა სწორედ ისე, როგორც ეს უნდა ყოფილიყო. ეს ყოველთვის იყო პატრიოტული პოზიცია. მაგრამ მინდა, რომ არ არსებობდეს არანაირი ჭორი და სპეკულაცია“, — განაცხადა ზელენსკიმ ერმაკის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
მოგვიანებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ განმარტა, ვინ წარადგენს ს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ერმაკის გათავისუფლების შემდეგ, რომელიც გარდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა, მოლაპარაკებებში ჩართულ ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა. ზელენსკის თქმით, ეს გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი იქნება, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის წარმომადგენლები და ასევე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ მალე შედგება შეხვედრები ამერიკულ მხარესთანაც.
„როდესაც ჩვენ ყველას გვაქვს ასეთი გამოწვევა ქვეყნის გარედან — ომი, ძლიერები უნდა ვიყოთ ქვეყნის შიგნით“, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.
28 ნოემბერს დილით უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა (САП) ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. რა საქმეს უკავშირდება ჩხრეკა, დადასტურებული ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას