2026 წელს უნცია ოქროს ფასი 4 450 დოლარს მიაღწევს – Deutsche Bank

წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის Deutsche Bank-ის პროგნოზით, მომავალი 2026 წლის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 4 450 დოლარს მიაღწევს, რაც 450 დოლარით მეტია წინა პროგნოზთან შედარებით.
ბანკის ინფორმაციით, საპროგნოზო მაჩვენებლების ზრდა გლობალური გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით და ოქროზე, როგორც სარეზერვო აქტივზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.
Deutsche Bank-ის მოლოდინით, 2026 წლის განმავლობაში გლობალური ცენტრალური ბანკები თვეში საშუალოდ 70 ტონა ოქროს იყიდიან, რაც მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება.