ევროპაში Tesla-ს გაყიდვები თითქმის 50%-ით შემცირდა

Tesla-ს ავტომობილების გაყიდვები მცირდება მსოფლიოს სამ უდიდეს ბაზარზე: ევროპაში, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ოქტომბერში, ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 48.5%-ით შემცირდა. წლის შედეგებით, კომპანიის გაყიდვები რეგიონში დაახლოებით 30%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც ელექტრომობილების ბაზარი საერთო ჯამში 26%-ით გაიზარდა – ამის შესახებ Reuters–ი წერს.
Tesla-ს გლობალური ავტომობილების მიწოდება, სავარაუდოდ, 2025 წელს 7%-ით შემცირდება, 2024 წელს 1%-იანი კლების შემდეგ. მესამე კვარტალში რეკორდული მიწოდებების მიუხედავად, რაც განპირობებული იყო ამერიკელი მყიდველების მიერ ელექტრომობილების საგადასახადო კრედიტის 30 სექტემბრამდე მიღების მცდელობით, ევროპაში გაყიდვების სწრაფი აღდგენა მოსალოდნელი არ არის.
Tesla-ს ძლიერ კონკურენციას განიცდის, სხვა ელექტრომობილების მწარმოებლებისგან, კერძოდ ჩინური ბრენდებისგან, რომლებიც აქტიურად შედიან ევროპულ ბაზარზე ფართო ასორტიმენტითა და უფრო დაბალი ფასებით.
ვრცლად korrespondent.net – ზე