პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს “დაპყრობილი” უწოდა

რუსეთის პრეზიდენტი, ში ოკუპირებულ ტერიტორიებს “დაპყრობილს” უწოდებს და ამბობს, რომ მათი დაბრუნებას არ აპირებს.
პუტინმა განცხადება მისივე შეფასებით, “ე.წ. მშვიდობის ფორმულებზე” საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია.
“რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, ეს არის მცდელობა რომ უარი გვათქმევინონ იმ დაპყრობებზე, რომელიც ამ დროის განმავლობაში განვახორციელეთ. ყველას ესმის რომ ეს შეუძლებელია: მათ, უკრაინის მმართველ წრეებს ესმით ეს, დასავლურ ელიტასაც ესმის ეს. ყველას ესმის, რომ ეს ეგრეთ წოდებული მშვიდობის ფორმულები, რომლებზეც დასავლეთში და უკრაინაში საუბრობენ, არის გაგრძელება უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებისა, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებს კრძალავს”, – თქვა პუტინმა.
რუსული პროპაგანდა დაპყრობილ ტერიტორიებს როგორც წესი, “გათავისუფლებულს” უწოდებს. პუტინის ხელისუფლება ყალბი და არალეგიტიმური “რეფერენდუმების” გზით ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებლებმა ნებაყოფლობით გადაწყვიტეს რუსეთთან შეერთება.