ეთიოპიის ახალი აეროპორტი აფრიკის უდიდესი საჰაერო ჰაბი გახდება

ეთიოპიამ ამბიციური პროექტის განხორციელება – ბიშოფტუს საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო, რომლის მიზანია არსებული, ბოლეს აეროპორტის განტვირთვა.
ახალი ჰაბი ადის-აბებადან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. სამუშაო გეგმა ეტაპობრივად განხორციელდება, რაც ინფრასტრუქტურის მოთხოვნისა და ოპერაციული მოთხოვნების შესაბამისად გაფართოების საშუალებას იძლევა.
პირველი ფაზის, რომლის ღირებულება დაახლოებით 12.5 მილიარდი დოლარია, დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. აეროპორტი ყოველწლიურად 60 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
დასრულების შემდეგ, აეროპორტი წელიწადში 110 მილიონ მგზავრის მომსახურებას შეძლებს, რაც მას აფრიკის უდიდეს საჰაერო ცენტრად აქცევს.