“ოცნების” ლიდერშიფში პანიკური შიშია გერმანიის ელჩის ინფორმაციის გამო” – კოტე კემულარია

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
“ოცნების” ლიდერშიფში პანიკური შიშია გერმანიის ელჩის ინფორმაციის გამო: “ ევროპული საბჭო დეკემბერში — საქართველოს ხელუსუფლების ქმედებების გამო—“საქართველოს ფაილს დახურულად გამოაცხადებსო” …
ძილს უფრთხობთ იმის წარმოდგენაც კი, რა რეაქცია მოყვება ამას ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მხრიდან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისგან… ახლა დალაგდნენ და ამტკიცებენ: “ს არ შეუჩერებია ევროკავშირში გაწევრების საკითხი… მან, მხოლოდ ევროკავშირში გაწევრების საკითზე მ ო ლ ა პ ა რ ა კ ე ბ ი ს შეჩერება გამოაცხადაო?!?! თუ “ტვინნაღრძობი” არხარ-ეს ზუსტად ერთიდაიგივე არის: როდესაც 2024 წელს აჩერებ მოლაპარაკებას ევროკავშირთან გაწევრებაზე, ამით აჩერებ ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ და 2030 წლამდე დროში დეტალურად გაწერილ გაწევრების პ რ ო ც ე დ უ რ ა ს [!!] ჩვენგან განსხვავებით, “მოლაპარაკებები” წარმატებით გააგრძელა “კანდიდატი სამეულის” დანარჩენმა ორმა წევრმა-მ და მოლდავეთმა… მათ ახლა უკვე ამზადებენ 2030 წლის გაფართოების პროცესისთვის: გამოუყვეს 2 მილიარდამდე ევროდახმარება ადაპტაციის პროცედურებისთვის, მიმდინარეობს ყოველთვიური კონსულტაციები ინსტიტუციების ჰარმონიზაციისთვის და ა. შ, “მოლაპარაკებები კი შევაჩერეთ, მაგრამ 2030 წელს გაწევრებისთვის მუშაობა არ გაგვიჩერებიაო(???)”- პაპუაშვილის განცხადება არის მოსახლეობის მოტყუების “ნაგლი” მცდელობა: ევროკავშირში გაწევრებაზე მუშაობა ხდება მხოლოდ ევროსტრუქტურებთან მ ო ლ ა პ ა რ ა კ ე ბ ი ს გზით, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან აღარ მიმდინარეობს კობახიძის “ცნობილი”გადაწყვეტილების გამო!!!! სახელმწიფოს მეთაურის-კობახიძის მხრიდან ამ “მოლაპარაკების” შეჩერებულად გამოცხადება, ბრიუსელისთვის ერთმნიშვნელოვნად ნიშნავდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის ოფიციალურად შეჩერებას!!!! ეს ძალიან კარგად იცოდნენ “ოცნებაში”, მაგრამ მაშინ მოსკოვს გაუგორეს: “დავხოცეთ ნაკაშიები (ევროკავშირი) და მოვედითო”….ამაზე სიხარულით იუწყებოდა მაშინ რუსული მედია…საქებარი სიტყვები არ დაუშურებიათ ლავროვს, სიმონიანს, დუგინს და “დაგვარებს”: “ბ რ ა ვ ო “ თბილისს— ევროპას და კაცების გათხოვებას ემიჯნებაო”… ბრიუსელმა ბევრჯერ გადაამოწმა თბილისთან რეალურად სურდა თუ არა ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრების შეჩერება…. სწორედ ევროკავშირის ელჩს—წევრი ქვეყნების ელჩებს: გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, პოლონეთის და ა.შ, უნდა მიეწოდებინათ ამის შესახებ ანგარიშები ევროსტრუქტურებისთვის… როგორ ითანამშრომლა ელჩებთან “ოცნების” ხელისუფლებამ….რას ეძახდნენ და ეძახიან დღემდე , კალაძე, პაპუაშვილი, ზარქუა და სხვები ამ ელჩებს, ბრიუსელში კარგად იციან და გულისტკივილსაც აფიქსირებენ… უბრალოდ დრო დასჭირდა ევროსტრუქტურებს რომ 2025 წლის დეკემბერისთვის დაანონსებულიყო ჩვენთვის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება: “საქართველოს ქმედებების გამო, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების შესახებ”!!! ეს უტყუარად ნიშნავს იმას რომ, ივანიშვილის მთავრობის ქმედებების გამო, ევროკავშირის გაფართოების 2030 წლის მატარებელი, დიდად სამწუხაროდ, საქართველოს გ ა რ ე შ ე გაემგზავრება!!! ოცნებაში დროა გაიგონ— “ლეკვიც კი, გადაგდებულ ნაფოტზე, მხოლოდ ერთხელ გარბის.. 2012 წელს ერთხელ უკვე შეძელით მთელი ქართველი. ხალხის “ნაფოტით” მოტყუება…
“2030 წელს — მოლაპარაკებების გარეშე, პ ი რ დ ა პ ი რ შევალთ ევროკავშირშიო, ამ “წვერებიან ტყუილს” უკვე ვერავის შეასაღებთ… საკუთარ—უკვე შეთხელებულ მხარდამჭერებსაც კი, რომელთა შორისაც, ბევრია წინააღმდეგი— საკუთარი შვილებისთვის ევროპერსპექტივის მოსპობის!!!

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა