UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა 2026 წლის პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლები დააანონსა.
მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ 2026 წლის პირველ მეოთხედში არ იბრძოლებს, რადგან პირადი ცხოვრების რთულ პერიოდს გადის. შედეგად, მსუბუქ დივიზიონში დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ერთმანეთს რეიტინგის მეოთხე ნომერი ჯასტინ გეიჯი და მეხუთე პოზიციაზე მყოფი პედი პიმბლეტი დაუპირისპირდებიან. ბრძოლა 25 იანვარს, ლას ვეგასში, UFC 324-ის ეგიდით ჩატარდება.
დიდი ალბათობით, აღნიშნულ ბრძოლაში გამარჯვებული წლის მეორე ნახევარში ილია თოფურიას შეხვდება.
იმავე ღონისძიების ფარგლებში ქალთა სუპერმსბუქი დივიზიონის (61კგ) საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება მოქმედ ჩემპიონს, კაილა ჰარისონსა და ყოფილ ჩემპიონს, UFC-ს ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ მებრძოლს, ამანდა ნუნესს შორის. მან 2023 წელს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა ახალი გამოწვევის მისაღებად მზადაა.




