ნავთობის ფასმა პარასკევს დღისით, ზომიერი კლება დაიწყო წინა დღის ასევე ზომიერი ზრდის შემდეგ.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 0.16 დოლარით (0.25%-ით) დაეცა და ბარელზე 63.18 დოლარი შეადგინა.
იანვრის ფიუჩერსული ხელშეკრულებების ვადა პარასკევს, ვაჭრობის დასრულებისას იწურება. უფრო აქტიურად ვაჭრობადი თებერვლის ფიუჩერსული ხელშეკრულებები 0.08 დოლარით (0.13%-ით) დაეცა ბარელზე 62.79 დოლარამდე.




