შაკო ბუაჩიძე, ავტოექსპერტი:
ბევრი წელია, ჩვევად მექცა: როცა ავტომობილს შევხედავ, თვალი ჯერ საბურავებისკენ გამირბის.ეს გაუაზრებლად, თითქმის უნებლიეთ ხდება. ქვეცნობიერიდან მოდის. ჩემს ტვინს ავტომატურად, პირველ რიგში, ის აინტერესებს, როგორი საბურავები უყენია ავტომობილს. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც რეალურად გავიაზრე, რომ მანქანა „მხოლოდ საჭის ტრიალი არ არის“. ეს სიტყვები მამაჩემმა მითხრა, როცა პირველი ავტომობილი ვიყიდე. რა თქმა უნდა, მოვლასა და სერვისს გულისხმობდა, ოღონდ სანამ საბურავებზე გამიმახვილებდა ყურადღებას, ბევრი სხვა რამ ჩამომითვალა – ზეთები, ფილტრები, ხუნდები, აალებადი სანთლები და ა.შ.
პირველი საკუთარი ავტომობილის მართვა სულ რამდენიმე თვის დაწყებული თუ მექნებოდა, როცა მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საბურავები გახდა! მართვის სტილი და პრიორიტეტი საჭესთან ყველას თავისი აქვს, ჩემი კი ისეთი იყო, რომ პირდაპირ უკავშირდებოდა საბურავებს: კარგი მოჭიდება, სტაბილურობა მოსახვევებში, შეძლებისდაგვარად მცირე სამუხრუჭე მანძილი – მოკლედ, უსაფრთხოების მაქსიმალური შეგრძნება და რისკის მინიმუმამდე შემცირება. და, რა თქმა უნდა, კომფორტი. ცხადია, ნაკლები ცვეთაც.
მალევე გავიაზრე ისიც, რომ საბურავი ერთადერთი რამეა, რითაც მანქანა გზის ზედაპირს ეხება. შესაბამისად, საბურავი ავტომობილის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია – თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა (გამართულ სამუხრუჭე სისტემასთან ერთად).
სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე მექცა ჩვევად, რომ ჯერ საბურავებს უნდა შევხედო. უნდა დავრწმუნდე, შემიძლია თუ არა მშვიდად ყოფნა და ამ მანქანის ისე მართვა, როგორც მე მინდა.
მძღოლებმა კარგად ვიცით, რამდენი რამ სჭირდება ავტომობილს და რამდენს ვხარჯავთ გეგმურ სერვისზე. ფულის დაზოგვა ვის არ უყვარს, მაგრამ, თუკი ოდესმე რამეზე მითქვამს, მაგაში ფულს ვერ დავზოგავ, საუკეთესო მინდა-მეთქი, ყველაზე მეტჯერ – საბურავებზე!
რატომ გიყვებით ამ ყველაფერს?
ზამთარი კარს მოგვადგა, ამინდი უარესდება, ტემპერატურა იკლებს და ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული რისკებიც იზრდება. ის მომენტია, როცა თქვენი ავტომობილის საბურავების საკითხი უნდა გაიაზროთ: სწორედ ახლაა ზამთრის საბურავებზე გადასვლის დრო!
მნიშვნელოვანი საკითხია, რომელი ბრენდის საბურავებზე შეაჩერებენ მძღოლები არჩევანს. საბურავი უსაფრთხოც უნდა იყოს, სანდოც და კომფორტულიც. სანამ ჩემს ფავორიტ ბრენდებს დაგისახელებთ, ერთი რჩევაც: მხოლოდ პროტექტორებს ნუ უყურებთ, ძალიან მნიშვნელოვანია საბურავის ასაკიც. რაც არ უნდა კარგ მდგომარეობაში იყოს, მაქსიმუმ 7-8 წლის შემდეგ, საბურავს უკვე დაკარგული აქვს თავისი თავდაპირველი მახასიათებლების უდიდესი ნაწილი.
რაც შეეხება ბრენდებს: 20 წელია, რაც მანქანა ჩემთვის მხოლოდ საჭის ტრიალი არ არის – ვტესტავ გზებსა თუ უგზოობებზე, ქალაქში თუ ქალაქგარეთ, ხრეშსა თუ სარბოლო ტრეკებზე, სიცხეში თუ ყინულზე და თუ მკითხავთ, საბურავების რომელი ბრენდებია ჩემთვის საუკეთესო, პირველი ორი, რომელიც მაშინვე თავში მომდის, Bridgestone და Michelin გახლავთ. ეს მხოლოდ ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნაც არ არის – საბურავების ტესტები ცალკე ტარდება და ნებისმიერი ავტორიტეტული გამოცემის ტესტების (გნებავთ ზამთრის, გნებავთ ზაფხულის) უმეტესობაში სწორედ ეს ბრენდები აჩვენებენ საუკეთესო შედეგებს.
რატომ Bridgestone?
უკვე მრავალი წელია, Bridgestone საავტომობილო სექტორში წამყვან პოზიციებს არ თმობს და მუდამ ავტომფლობელების საიმედო მეგზურია. უსაფრთხოების ტექნოლოგიები, რომლითაც ეს ბრენდი გამორჩეულია, მძღოლებს გზაზე გადაადგილებისას სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას ანიჭებს – Bridgestone-თან ერთად მგზავრობისას საჭესთან დაუგეგმავი არაფერი მოხდება. უსიამოვნო სიურპრიზები გამორიცხულია.
რატომ Michelin?
რბილი მოძრაობა, საუკეთესო მოჭიდება, გამორჩეული მართვადობა, მშვიდი გადაადგილება – ასეთია Michelin. ფრანგული ბრენდი ავტომფლობელებს ანიჭებს შეგრძნებას, რომ ისინი სრულიად ახალ ავტომობილს მართავენ. Michelin არის ერთგვარი სტატუსი, რომელთან ერთადაც საჭის ტრიალი სულ სხვა ემოციად იქცევა, ავტომობილი თითქოს მსუბუქდება, გზები კი უფრო გლუვი და მოსახერხებელი ხდება.
ეს ორი ბრენდი იმის გარანტია, რომ ავტომფლობელებმა ზამთრის სეზონი უსაფრთხოდ და კომფორტულად გაატარონ და ნებისმიერი ამინდისა თუ რელიეფის მიუხედავად, გზაზე თავდაჯერებულად გადაადგილება შეძლონ.
სამუხრუჭე მანძილი, როცა თითოეულ მეტრს კი არა, სანტიმეტრსაც კი შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს; მოჭიდება, როცა ნებსით თუ უნებლიეთ გაკეთებულ არასწორ მანევრს შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს; მოცურების საშიშროება მოყინულ გზაზე… განსაკუთრებით ზამთარში, საბურავის ხარისხი და მახასიათებლები ჩვენთვის და ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენთან ერთად მგზავრობენ, ყველაზე მთავარია.
მე რომ პირველ რიგში საბურავების დათვალიერება მექცა ჩვევად, ეს იმიტომ, რომ, უბრალოდ, ხშირად მიწევს სხვადასხვა მანქანის მართვა. თქვენ კი საკუთარ ავტომობილზე, რაც უფრო უკეთეს საბურავს დააყენებთ, მით უფრო იშვიათად მოგიწევთ საბურავის მდგომარეობაზე ფიქრი. Bridgestone-ის ან Michelin-ის ზამთრის პრემიუმ საბურავები საშუალო სტატისტიკურ მძღოლს საქართველოში 6-7 წელი მაინც გაატარებინებს ზამთარს მშვიდად, უსაფრთხოდ და კომფორტულად.




