რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის დაცვას კერძო დაცვითი ორგანიზაციები ვეღარ განახორციელებენ

რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის დაცვას კერძო დაცვითი ორგანიზაციები ვეღარ განახორციელებენ. რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დაცვა, რკინიგზასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა იქნება.
შესაბამისი ცვლილება “სარკინიგზო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
როგორც ინიციატორი განმარტავს, დღეის მდგომარეობით, რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაცვას ნაწილობრივ კერძო დაცვითი ორგანიზაციები ახორციელებენ, რაც მისივე შეფასებით, სარკინიგზო უსაფრთხოების ერთიანობას საფრთხეს უქმნის.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ მსვლელობის გზაზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას განახორციელებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე“, – აღნიშნულია პროექტის განმატებით ბარათში.
ტვირთის ნუსხას რკინიგზა დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით დაადგენს.
კანონის პროექტის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად