ევროინტეგრაციაზე – ისე არ გამოვიდეს, 30 წელია ნატო-ში მიგიღებთ, მიგიღებთო და სად ვართ, თვითონაც რომ არ იციან – რა პირობებზე მესაუბრებით?! ნახეთ, ს რა უქნეს, რა დღეში ჩააგდეს

რაც შეეხება ევროინტეგრაციის გზას, ისე არ გამოვიდეს, 30 წელია ნატოში მიგიღებთ, მიგიღებთო და სად ვართ, თვითონაც რომ არ იციან. რა პირობების [შესრულებაზე] მესაუბრებით?! ნახეთ, ს რა უქნეს, რა დღეში ჩააგდეს უკრაინა, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხია ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი.
„რაც შეეხება ევროინტეგრაციის გზას, პირდაპირ გამოვედით და ვთქვით, ახლაც ვიმეორებ, ისე არ გამოვიდეს, 30 წელია ნატოში მიგიღებთ, მიგიღებთო და სად ვართ, თვითონაც რომ არ იციან. რა პირობების [შესრულებაზე] მესაუბრებით?! ნახეთ, უკრაინას რა უქნეს, რა დღეში ჩააგდეს უკრაინა, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი. მტერს არ ვუსურვებ, რა მდგომარეობაშიც დღეს უკრაინაა. რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია, პოლიტიკა და ნაბიჯები, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგას, შესაძლოა იმ უბედურებაში აღმოვჩენილიყავით… როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ ჩვენი თითოეულის პოლიტიკურ ცხოვრებას მნიშვნელობა არ აქვს. პირველ რიგში არის ჩვენი სამშობლო. რა თქმა უნდა, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ემსახურება სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს…..რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილებები გაჯერებული იყო სიცრუეზე დაყრდნობილი ინფორმაციებით. როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაასანქცირა, არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ. იმ კანონებზე, რომელზეც ჩვენ შენიშვნებს ვიღებდით, თავად იღებს ევროკავშირი. ჩვენ გვეუბნებოდნენ, თითქოს რუსულ საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ ფაქტი არ არსებობდა. დღეს თვითონ სხედან რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე, ახორციელებენ მოლაპარაკებებს. ეს რა თქმა უნდა, კარგია. კარგია, რომ ომი დასრულდება. ომი უნდა დასრულდეს. ამერიკას თავისი პრობლემები აქვს, ტრამპი როდესაც აირჩიეს, ორი მთავარი დაპირება ჰქონდა, ომის დამთავრება და „დიფ სთეითის“ დამარცხება“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია

ირაკლი კირცხალია ALDE-ზე – „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია