უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ჩხრეკას ატარებენ.
„უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს (ჩხრეკას) უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან“, – აცხადებენ უწყებებში.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება.
უწყებებში აცხადებენ, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.




