საქსტატი – მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 375.7 ათასით განისაზღვრა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 375.7 ათასით განისაზღვრა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ კატეგორიის ვიზიტორების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 743.3 ათასი ერთეული შეადგინა.
„აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 5.7%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 799.9 ათასით განისაზღვრა, რაც 6.9 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტორების უმრავლესობა, 36.3 %, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 57.8%-ს შეადგენდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.7% თბილისის მცხოვრებელია, 15.4 % მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.6 % — აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი. 2025 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (49.3 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 352.3 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 307.0 ათასი ვიზიტი თვეში). დიაგრამა №6 ასახავს ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით. 2025 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 399.5 მილიონი ლარით, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1.9 %-ით და 229.1 ლარს გაუტოლდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.