ევროკავშირს იმ დროიდან უნდოდა მსგავსი კანონმდებლობის მიღება, როცა „ხალხის ძალამ“ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის კანონპროექტი, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების და „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლების გამო ვერ მოახერხეს

ევროკავშირს იმ დროიდან უნდოდა მსგავსი კანონმდებლობის მიღება, როცა „ხალხის ძალამ“ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის კანონპროექტი, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების და „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლების გამო ვერ მოახერხეს
ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა. დეპუტატი მიესალმება ევროკავშირში გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრებას. „მისასალმებელია, რომ როგორც იქნა გაბედეს მსგავსი კანონის მიღება.
მათ სწორედ იმ პერიოდიდან უნდოდათ მსგავსი კანონმდებლობის მიღება, როცა „ხალხის ძალამ“ დავაინიცირეთ კანონპროექტი, მაგრამ ვერ მოახერხეს ევროკავშირში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და იგივე „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო, რომელთაც არ აწყობთ გამჭვირვალობა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა