ძვირფასო გიორგი, როგორ მწყდება გული, რომ შენი გამოსამშვიდობებელი მატჩი ასე დასრულდა. რა კარგად დაიწყე, სახელმწიფოს რომ გადაუხადე მადლობა, სახელმწიფო ეს ჩვენ ვართ, ყველა, ჩვენი შრომისა და შეთანხმების ნაყოფი… რაღა საჭირო იყო ირაკლი კობახიძის ხსენება? მის ცოდვებსა და დანაშაულებებს თავი რომ დავანებოთ, მართლა ხომ არაფერი განსაკუთრებული ინიციატივა არ ჰქონია მას სპორტის მიმართულებით ? მით უფრო კალათბურთის შესახებ? რას ემადლიერები? რად გინდოდა? ვიღაცამ გირჩია… ჰოდა, ვინც გირჩია, იმას მაგრად ჰკიდიხარ ფეხებზე, მაგრად… ფაქტობრივად, ჩაგიიმასაქნა კამპოტში. .. შენ კიდევ ჩვენ შემოგვაძლიე ეგ საზიზღრობა… P.S. ცალკე ამბავია, რომ არცერთი ზრდადასრულებული, თავმოყვარე, სრულფასოვანი ადამიანი არ მოინდომებდა საკუთარი თანამდებობის ხსენებას, შეკვეხებას გამორჩეული კალათბურთელის პირად ზეიმზე.




