Eagle Hills-ის პროექტზე: 6.6 მილიარდის ინვესტიცია ზღაპარია (ვიდეო)

ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველმა, მ Eagle Hills-ის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერი, რაც არაბული პროექტის ირგვლივ ვრცელდება, ტყუილი და ლამაზი სურათების მიღმა მოგონილი ზღაპარია.

“ეს არის დაუმთავრებელი 30-40 წლიანი მშენებლობა“, – თქვა გოცირიძემ “ტვ პირველის“ ეთერში“.

მისივე შეფასებით, თავად პროექტიც გაბერილია და ისიც ტყუილია, რომ 6.6 მილიარდი ინვესტიციის ათვისება, საქართველოს ეკონომიკას, მსყიდველობის უნარიანობიდან გამომდინარე შეუძლია.

ყველაფერი ეს არის ზღაპრები, ლამაზი სურათები, რაც ჩანს, ეს არის დაუმთავრებელი 30-40 წლიანი მშენებლობა, ტყუილია, რომ 6.6 მილიარდი ინვესტიციის ათვისება, საქართველოს ეკონომიკას, მსყიდველობის უნარიანობიდან გამომდინარე, თუნდაც, მართლა რომ 60 % უცხოელებზე გაიყიდოს, მაინც ზღაპარია. თავისთავად ეს არის გაბერილი პროექტი.

ჩვენ არაფერი ვიცით, გარდა იმ ზღაპრების, რომ ამდენი მილიონი და დივიდენდი შემოდის და ა.შ. ბიუჯეტში ყოველთვის შემოვა რაღაცის გამო რაღაცა, მაგრამ ამით ახსნა, ამ პროექტის სარგებლიანობისა და აუცულებლოპბისა, არაა სწორი. რაც შეეხება დივიდენდებს – დივიდენდი არის ის, რაც ჩვენ მილიარდზე მეტი ღირებულების მიწის სანაცვლოდ უნდა მივიღოთ. უკვე ჩიხში რომ არიან, ინიტომ გააკეთეს ინტერპელაცია, თუ დაძახება პრემიერ მინისტრის, რადგან საკუთარი ამომრჩეველი და გუნდი აუბუნტდა უკვე, ვინაიდან, რაც სიმართლე თქვეს, სიმართლეს არ იმეორებენ. რა თქვა სიმართლე არაბმა ინვესტორმა – პირველი, საქართველოს ექნება ერთი მესამედი წილი ჩვენი მიწა, როგორ და რის სანაცვლოდ მიიღებს წილს არაბული მხარე, არაბული მხარე ტოლფას წილს მიიღებს არქიტექტურული პროექტებისათვის, აბსურდია ეს. როგორ შეიძლება მიწის ღირებულება ტოლფასად შეფასდეს წილის განაწილებისას პროექტების ღირებულებასთან, მესამე ნაწილი რა შემოდის, ნაღდ ფულს, როემლსაც ჰქვია ინევსტიცია, მე თუ ბინა ავაშენე და გავყიდე, ვიცნ არ უნდა იყიდოს, ეს არ არის ინევსტიცია, ეს არის ჩვეულებრივი ვაჭრობა. შემდეგ შემოდის შემოსავალი, მოგება, ხარჯებს ისტუმრებს და მოგე რჩება მესაკუთრეს, თუ მან ეს მოგება ჩააბრუნა, ესაა ინვესტიცია, უცხოელი თუ არის, მაგრამ თუ მან ეს მოგება გაიტანა, პირიქით, ინვესტიცია კლებულობს. ანუ ჩვენ, ჯერჯერობით, არ ვიცით, რას დებს ნაღდი ფულის სახით, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, შპს შეიქმნება, ჩადებენ მიწებს, რომლის სანაცვლოდაც აიღებენ სესხს, შესაძლოა ქართული ან უცხოური ბანკებიდან, დაიწყებენ მშნებლობას და გაყიდინა ბინებს და კომერციულ ფართებს.

ეს არ არის ინვესტიცია, პირდაპირი უცხოური ინევსტიცია არის ის ფული, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, შედის საწარმოს კაპიტალში, სადაც მათვის უფლებას და გადამწყვეტ წილს იღებს. ანუ 6.6 მილიარდის მითი გაქრა, თორემ ეს რომ კაპიტალში შემოიტანოს და განავითაროს, ფინსანსური კუთხით, ეს იქნება სწორი , – თქვა მან.