კონსტიტუციის 78-ე მუხლი ლაშხს: პატივი ეცით საჯარო სექტორს, საჯარო მოხელე ემსახურება ხალხს

კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატის მარიამ ლაშხის მიერ გუშინ, 26 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან თანამშრომლების რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლებას ეხებოდა.
კერძოდ, მარიამ ლაშხმა საჯარო მოხელეებზე საუბრისას თქვა, რომ “თუ ვინმეს აქვს, ზოგადად ვიძახი, იმის განცდა, რომ რუსი არის ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს”.
კონსტიტუციის 78-ე მუხლის წარმომადგენლები განცხადებაში ამბობენ, რომ საჯარო მოხელეები ხელფასს იღებენ არა ხელისუფლებისგან, არამედ ბიუჯეტიდან, რომელიც ივსება მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით. შესაბამისად, ისინი ემსახურებიან სახელმწიფოს, ხალხს და აქვთ კონსტიტუციური უფლება დააფიქსირონ საკუთარი აზრი, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში და გააკრიტიკონ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია.