ვლადიმერ პუტინი – მზად არის დააფიქსიროს, რომ არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას – ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპაზე თავდასხმისთვის ვემზადებით, ცოტა ჭკუაზე არ არიან

რუსეთი მზად არის დააფიქსიროს, რომ არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას. შესაბამისი განცხადება ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმებების განხილვისას, საჭიროა, ყველაფრის “დიპლომატიურ ენაზე გადაყვანა”.
“ვინაიდან ერთია, მთლიანობაში, ვთქვათ, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას. ჩვენთვის ეს სასაცილოდ ჟღერს, მართლა. არასდროს არ ვაპირებდით, მაგრამ თუ ჩვენგან სურთ გაგონება, მოდით, ამას დავაფიქსირებთ. კითხვები არაა,” – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ევროპაში არის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ამბობენ, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმისთვის ემზადება და, პუტინის აზრით, ისინი “ცოტა ჭკუაზე არ არიან”.
“ამისდა მიუხედავად, თუ ეს ყველაფერი გავრცელებულია საზოგადოებრივ გონიერებაში, თუ მათ თავისი მოქალაქეები შეაშინეს და სურთ გაიგონონ, რომ არ ვაპირებთ და ევროპის მიმართ არავითარი აგრესიული გეგმები არ გვაქვს, დაე, მზად ვართ, დავაფიქსიროთ ნებისმიერი ფორმით,” – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – გომელაურმა ვიწრო კუთხიდან თქვა, ნივთიერება მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ – გამოაქვეყნონ შემადგენლობა, დასამალი რა არის?