– თუ უკრაინის სამხედროები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, მაშინ შეწყდება საბრძოლო მოქმედებები

თუ უკრაინელი სამხედროები დაკავებულ ტერიტორიებს დატოვებენ, საბრძოლო ქმედებები შეწყდება. ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ს თქმით, თუ უკრაინელი სამხედროები აღნიშნულ ტერიტორიებზე დარჩებიან, მაშინ მიზანს შეიარაღებული გზით მიაღწევს.
“ჯერ კიდევ ვიღებთ წინადადებებს საბრძოლო ქმედებების შეწყვეტის შესახებ….თუ უკრაინის სამხედროები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს – მაშინ შეწყდება საბრძოლო ქმედებები. თუ არ დატოვებენ – ამას შეიარაღებული გზით მივაღწევთ”, – განაცხადა პუტინმა.