4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ალექსანდრე გოგოლაძე – ქვეყანაზე არ არსებობს საფუძველი, რითაც უნდა დავისაჯო, რას ვაკეთებდი 63 წლის კაცი? – ბატონო მოსამართლევ, თქვენც დაგიდგებათ 63 წელი და რას ეტყვით შვილს, რა დაუტოვეთ?

ბატონო მოსამართლევ, თქვენც დაგიდგებათ 63 წელი და რას ეტყვით შვილს, რა დაუტოვეთ?, – ამ სიტყვებით მიმართა ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ მოსამართლე ლელა კალიჩენკოს.
მისი სიტყვის ადრესატი მოსამართლე და პროკურორები იყვნენ.
“უბედნიერესი კაცი ვარ და იცით რატომ? ციხეში არ ვზივარ, სულ თავისუფალი ვარ! ვინ მოახდინა საფრანგეთის რევოლუცია? მოსამართლეებმა, პროკურორებმა. ბატონო მოსამართლევ, თქვენც დაგიდგებათ 63 წელი და რას ეტყვით შვილს, რა დაუტოვეთ?. ქალბატონო მოსამართლევ, ბატონო პროკურორო, ძალიან მინდა, ჩემს მდგომარეობაში არ ჩავარდეთ, შევქმნათ პრეცედენტი, სამართალმა გაიმარჯვოს. ქვეყანაზე არ არსებობს საფუძველი, რითაც მე უნდა დავისაჯო, რას ვაკეთებდი 63 წლის კაცი?”, – განაცხადა გოგოლაძემ.
ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო