გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ერკეთში დედათა მონასტრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ერკეთში დედათა მონასტრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში, დედათა მონასტრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის გაფართოება, დამცავი კედლების, საფეხმავლო ბილიკის, გარე განათების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა. სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 434 413 ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“