4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული რამაზ მუმლაძე – 14 წელი სკოლის დირექტორი ვიყავი, უამრავი თაობა გავზარდე, გთხოვთ, მითხრათ, რა დავაშავე, რა ზიანი მივაყენე სახელმწიფოს?

პირველად გავიცანი ეს ადამიანები, ჯგუფური ძალადობაო, საიდან მოუვიდა პროკურორს ეს აზრი? 14 წელი სკოლის დირექტორი ვიყავი, უამრავი თაობა გავზარდე, გთხოვთ, მითხრათ, რა დავაშავე, რა ზიანი მივაყენე სახელმწიფოს? – ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა რამაზ მუმლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
რამაზ მუმლაძე მტკიცებულებს მოითხოვს, თუ რა გააფუჭა, სახელმწიფო ქონება გაანადგურა თუ ვინმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„პირველად გავიცანი ეს ადამიანები, ჯგუფური ძალადობაო, საიდან მოუვიდა პროკურორს ეს აზრი? 14 წელი სკოლის დირექტორი ვიყავი, უამრავი თაობა გავზარდე, გთხოვთ, მითხრათ, რა დავაშავე, რა ზიანი მივაყენე სახელმწიფოს? საერთოდ არ ვიცნობ არც ერთს, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი? არასდროს არცერთო პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, აპოლიტიკური ვიყავი, არასდროს ვერეოდი პოლიტიკაში, გირაო არ შეუფარდოთო პროკურორმა, დაასაბუთოს რატომ. გაგვცეს პროკურორმა ამაზე პასუხი. რას ვაშავებ, რა გავაფუჭე, სახელმწიფო ქონება გავანადგურე, ვინმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე? დამიდონ მტკიცებულება, ფაქტები”,- განაცხადა მუმლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?