28 ნოემბერს სასოწარკვეთილი რადიკალები შეიკრიბებიან – ნინო წილოსანი

“ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი პროევროპული აქციის მონაწილეებს “სასოწარკვეთილ რადიკალებს” უწოდებს.
“28 ნოემბერს ვნახავთ, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები. სასოწარკვეთილი იმით, რომ მათ ვერ მიაღწიეს თავის მიზანს, რომ ეს ქვეყანა გადაეცათ და ჩაებარებინათ რაღაც დირექტიული მმართველობისთვის. ის ფაქტი, რომ 28 ნოემბრიდან 1 წელი სრულდება, როდესაც სულ ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს ხალხი რუსთაველზე იმისთვის, რომ თითქოს ირაკლი კობახიძის განცხადება გულისხმობდა მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას, რეალურად კი, მათივე, და ამ შემთხვევაში, ევროკავშირს ელჩის წერილშიც კი ვკითხულობთ, რომ ეს პროცესი მათ 6 თუ 5 თვით ადრე ჰქონდათ შეჩერებული. ამიტომ, ამაზე დიდი აფერა არ არსებობს, რაც მათი მხრიდან შეჩერებული პროცესის ირაკლი კობახიძისთვის გადაბრალებაა. შესაბამისად, 1 წლის თავზე კიდევ შეიკრიბებიან ის მოტყუებული თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ იტყვიან რომ ძალიან გთხოვთ, მოგვეცით დავალებები, დირექტივები, არ გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“- ამბობს ნინო წილოსანი.
შეგახენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი მ გნაცხადება გააკეთა და თქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ოთხი წლით შეჩერებულია. “ოცნებსი” ამ განაცხადეს ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია – „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს

თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს