ოქტომბერში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი 32 150 ადამიანმა აიღო – PMCG

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 1,004,706 შეადგინა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 1.9%-ით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2.6%-ით მეტი იყო.
„2025 წლის ოქტომბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 12.3%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2025 წლის ოქტომბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 34.3%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, 5.0 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2025 წლის ოქტომბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.2%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, – წერია მიმოხილვაში.