ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა

ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საავტომობილო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩება. სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, როგორც კალაძის სიტყვების თანახმად, „დაახლოებით ორი კვირის ვადაში“ დასრულდება.
BUS LINE-ი ქნება გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდამდეც.
„ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. ასევე, უსაფრთხო საფეხმავლო გადაადგილებისთვის მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. მნიშვნელოვანია, რომ სამანქანო ზოლების რაოდენობა დარჩება უცვლელი. გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება“ – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა რიჟამაძე – ევროპის ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია და ფასთა შორის სხვაობაც დიდი იქნება, მაგ დონემდე ცვლილება შეუძლებელია – რეგულირება ეხება არა ფასს, არამედ ურთიერთობას და აწესებს ჩარჩოებს, რის ფარგლებშიც შესაძლებელია, რომ კომპანიებმა ფასი დასწიონ