საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის – სტიპენდიის შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- სტიპენდია შეიქმნა.

ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს .

აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და პარტნიორი აკადემიების წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე AI -ით დაინტერესებულმა ქალმა მიიღო.

ინფორმაციისთვის, სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა:

· დაინტერესებულმა პირმა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე;

· დაწეროს სამოტივაციო წერილი;

· დაელოდოს პასუხს გასაუბრების თაობაზე.

რაც შეეხება ბანკის პარტნიორ აკადემიებს, რომლებიც ჩართული არიან ამ სასტიპენდიო პროგრამაში, სია ასე გამოიყურება:

· სმარტ აკადემია – Smart Academy;

· თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;

· ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;

· ეჯაილ სქული – AgileSchool;

· სქილვილი – Skillwill;

· სქეილაფი – ScaleUp.

განათლების მთავარი მხარდამჭერია