“მასშტაბური ტრაგედიის მიზეზი სავარაუდოდ, დაუდევრობაა” – ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ 3 პირი დააკავა (ფოტოები)

ჰონგ-კონ­გის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექს Wang Fuk Court-ში მომ­ხდა­რი მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრის შე­დე­გად, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 44 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო ასო­ბით კვლავ უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

ჰონგ-კონ­გის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სამი პირი და­ა­კა­ვა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი – 52-დან 68 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცე­ბი იმ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ, რო­მე­ლიც კომ­პლექსში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებ­და. ორი და­კა­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია, ერთი კი სა­ინ­ჟინ­რო კონ­სულ­ტან­ტი.

“გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა უხე­ში და­უ­დევ­რო­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ეს ტრა­გე­დია და გა­მო­იწ­ვია ხან­ძრის უკონ­ტრო­ლო გავ­რცე­ლე­ბა, რის შე­დე­გა­დაც მას­შტა­ბუ­რი კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და“, – გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ხან­ძრის დე­ტა­ლე­ბი

ხან­ძარს, რო­მელ­მაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის რვა კორ­პუ­სი­დან შვი­დი მო­იც­ვა, 700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აქ­რობ­და. მე­ხან­ძრე­ე­ბი აქამ­დე ცდი­ლო­ბენ ცე­ცხლის რამ­დე­ნი­მე კე­რის ლო­კა­ლი­ზე­ბას.

ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ის მა­შინ გაჩ­ნდა, რო­დე­საც სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ხუთ­შა­ბათს დი­ლით ჰონგ-კონ­გის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ჯონ ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ 279 ადა­მი­ა­ნი ით­ვლე­ბო­და და­კარ­გუ­ლად, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ხან­ძრე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ზო­გი­ერთ მათ­გა­ნი კონ­ტაქ­ტზე გა­მო­ვი­და. ლის თქმით, 900-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა თავ­შე­სა­ფა­რი დრო­ე­ბით გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლებ­ში იპო­ვა.

ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­არ­ხის CCTV-ის ცნო­ბით, ჩი­ნე­თის ლი­დერ­მა სი ძინ­პინ­მა ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხებს სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და.

ხან­ძრის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით ოთხშა­ბათს 14:51 სა­ათ­ზე. ხან­ძარს მი­ე­ნი­ჭა მე­ხუ­თე, უმაღ­ლე­სი დო­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა. პო­ლი­ცი­ამ მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია მო­ახ­დი­ნა.

ზო­გი­ერ­თი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო ხან­ძრის ასე­თი მას­შტა­ბის გამო და აკ­რი­ტი­კებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ა­გი­რე­ბას.

“რო­დე­საც ტყის ხან­ძა­რია, ისი­ნი ვერ­ტმფრე­ნებს იყე­ნე­ბენ და წყალს ას­ხა­მენ, რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნეს აქ?“ – ამ­ბობს 60 წლის მცხოვ­რე­ბი პუნი.

შე­ნო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი

ად­გი­ლი­დან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ შე­ნო­ბე­ბი ბამ­ბუ­კის სამ­შე­ნებ­ლო ხა­რა­ჩო­ე­ბით იყო გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი. ისი­ნი უფრო მსუ­ბუ­ქია ვიდ­რე მე­ტა­ლის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ მტკი­ცე და ად­ვი­ლად და­სა­მონ­ტა­ჟე­ბე­ლია. გა­ზა­ფხულ­ზე ჰონგ-კონ­გის მთავ­რო­ბამ უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ბამ­ბუ­კის ხა­რა­ჩო­ებ­ზე თან­და­თან უა­რის თქმა გა­და­წყვი­ტა.

Wang Fuk Court კომ­პლექ­სი აშენ­და 1983 წელს ზღვას­თან ახ­ლოს. ის შედ­გე­ბა რვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბლო­კის­გან, რო­მელ­შიც 1984 ბი­ნაა. 2021 წლის აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, იქ და­ახ­ლო­ე­ბით 4600 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და.

ჰონგ-კონ­გის სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექ­სებს, რო­გორც წესი, კომ­პაქ­ტუ­რი გან­ლა­გე­ბა აქვთ, შე­ნო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს დგას, ბი­ნე­ბი კი პა­ტა­რაა. სწო­რედ ასეთ­მა სიმ­ჭიდ­რო­ვემ გა­მო­იწ­ვია, ის, რომ ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და.

 

ასევე დაგაინტერესებთ