კანადის საგარეო მინისტრი – უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მათ შორის მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, უკრაინასთან და მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს.
„კანადა მხარს უჭერს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს,“ – აღნიშნა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას ესაუბრა.
„ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის მიერ კანონის უზენაესობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს. აუცილებელია მუდმივად ყურადღება მივაქციოთ ამ გადაწყვეტილებების გავლენას ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოზე“, – აღნიშნა ანიტა ანანდმა.
მისი თქმით, ეს საკითხი აქტიურად განიხილება მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?

ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება…