განათლების სისტემაში გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ შედეგად მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც მიღწევადია
განათლების სისტემაში გვაქვს არასახარბიელო მდგომარეობა, გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ ჩვენ შედეგად მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც მიღწევადია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოთხ წელიწადში შესაძლებელია თვისებრივი ცვლილების მიღწევა ქვეყანაში და ეს არის განათლების რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა.
„დღეს განათლების სისტემაში გვაქვს არასახარბიელო მდგომარეობა. დონე შორს არის დამაკმაყოფილებლისგან, აქედან გამომდინარე, გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ ჩვენ შედეგად მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც მიღწევადია.
თვისებრივი დაახლოება განვითარებული ქვეყნების სისტემებთან არის შესაძლებელი, თუნდაც 4-წლიან პერიოდში, ინფრასტრუქტურით, სწავლების შინაარსით, სასწავლო პროგრამებით, საკადრო პოლიტიკით. შეგვიძლია 4 წელიწადში მივაღწიოთ თვისებრივ ცვლილებას ქვეყანაში და ეს არის ამ რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა. განათლებული საზოგადოება ნიშნავს განვითარებას ყველა მიმართულებით.
ეს ნიშნავს ეკონომიკურ გაძლიერებას, სოციალური მიმართულებით განვითარებას, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და გამყარებას. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ზრუნვა ჩვენს საზოგადოებაზე, მომავალ თაობაზე, მათ განათლებაზე და სწორედ ეს არის მთავარი საფუძველი, რომელმაც მიგვიყვანა კონცეფციამდე, რომელიც საზოგადოების წინაშე წარვადგინეთ“, – განაცხადა პრემიერმა.




