ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკის 16 წლით განსაზღვრას ითვალისწინებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკის 16 წლით განსაზღვრას ითვალისწინებს.
რეზოლუციის თანახმად, ეს საჭიროა „ასაკის შესაბამისი ონლაინ ჩართულობის“ უზრუნველსაყოფად და მოზარდებში ჭარბი ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ზრდასთან საბრძოლველად.
რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს სოციალურ მედიაზე, ვიდეოგაზიარების პლატფორმებსა და ს პლატფორმებზე 13-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების დაშვებას მშობლების თანხმობით.
რეზოლუცია ასევე მოითხოვს ასაკის შესაბამისი შინაარსის დიზაინის მოთხოვნის შესახებ კანონმდებლობის შემოღებას.
სოციალური მედიის გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სულ უფრო და უფრო გლობალური შეშფოთების საგნად იქცა, რადგან ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა TikTok-ი, Snapchat-ი, Google-ი და Meta, ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის გაღვივებაში მონაწილეობის გამო შეერთებულ შტატებში, სასამართლოში დავები აქვთ.

1tv.ge