სახ.დეპი “სრულად მცდარს” უწოდებს პაპუაშვილის ბრალდებებს -ის მხრიდან “ომში ჩათრევაზე”

ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი “სრულად მცდარს” უწოდებს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის ს ბრალდებებს -ის მხრიდან საქართველოს “ომში ჩათრევის” სურვილზე.
ფორმულამ სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა, შეეფასებინა ს მიერ 21 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით.
კერძოდ, შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 28 თებერვალს, ელჩმა კელი დეგნანმა კაბინეტში უთხრა – “ესკალაციაზე უნდა წახვიდეთ რუსეთთან და გადაწყვიტეთ ახლა, ნათელ მხარეს ხართ თუ ბოროტზეო”.
სახელმწიფო დეპარტამენტში ფორმულას უთხრეს, რომ “ეს ბრალდებები სრულად მცდარია”.
შალვა პაპუაშვილის განცხადება ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით, სრულად:
“ჩემს კაბინეტში იჯდა ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი, რომელიც მეუბნებოდა, ახლა ესკალაციაზე უნდა წახვიდეთ რუსეთთანო და გადაწყვიტეთ ახლა, ნათელ მხარეს ხართ თუ ბოროტზეო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ქალბატონი დეგნანი, რომელიც 28 თებერვალს, მაშინ როდესაც ს არმია მიმდგარი იყო კიევზე და მანამდე ის აშშ-ში იმყოფებოდა, ჩამოვიდა და გვეგონა, რომ მხარდამჭერი პოზიცია ექნებოდა, რომ ქართველებო, თქვენ ზედმეტად ახლა თავს ნუ გამოიჩენთ, დიდი ომი დაიწყო და მივხედავთ ჩვენ ამ საკითხს და თქვენ ზედმეტი შარი არ გახდეთ, მათ შორის, ჩვენთვის, ზედმეტი ესკალაცია არ გინდათ, იმიტომ რომ მერე აქეთ იქნებით მოსახედები, ამას მოელი ხომ ყველაზე სტრატეგიული, ძლიერი პარტნიორის მხრიდან, ნაცვლად ამისა, მოვისმინეთ ხელების ბაკუნი, რომ ახლა გადაწყვიტეთ თქვენ, ნათელ მხარეს ხართ თუ ბნელ მხარეს და რა ხდება, სანქციებს რატომ არ აწესებთ. ეს მოვისმინე მე პირადად”, – თქვა პაპუაშვილმა 21 სექტემბერს.