„სატვირთო ვაგონების პარკის განახლება და გაფართოება სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს, რომელზეც საერთაშორისო სავაჭრო სივრცეში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა“ – TCRC
„საქართველოს „ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია 2023–2030“, მსოფლიო ბანკის, ADB-ის, CAREC-ის ანგარიშები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონული კვლევები, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებები, ცალსახად ამ საჭიროებაზე მიუთითებენ.
ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ შუა დერეფნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ვაგონების დეფიციტი რჩება. აღნიშნული კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ პარკის არასაკმარისი მოცულობა და ხარისხი ზღუდავს დერეფნის კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო დროს და ამცირებს ლოგისტიკური ჯაჭვის საერთო ეფექტიანობას.
შესაბამისად, სატვირთო ვაგონების პარკის განახლება და გაფართოება სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს, რომელზეც საერთაშორისო სავაჭრო სივრცეში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.




