ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე “ბალტიისჭირეთმა” ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც არსებითად ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო – და რა სარგებელი?

ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე “ბალტიისჭირეთმა” ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც არსებითად ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო – და რა სარგებელი?
“ქართული ოცნება” უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც გვიქმნის რისკებს, მაგრამ რომელშიც არ გვიღებენ, და რომლის ღია კარსაც მალე ცხვირწინ მოგვიჯახუნებენ, – წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.
იგი ეხმიანება ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ძალზე შეშფოთებულია და ამის შესახებ ქართველებსაც აცნობეს.
დობორჯგინიძის თქმით, ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა და ოპოზიცია ერთად ამოიღებდა 78-ე მუხლს, ვინაიდან, საქართველომ ნატო-ს მისიებში მონაწილეობის, ჯარისკაცების დიდი კონტინგენტის გაგზავნით და რუსეთთან ესკალაციის რისკის გაზრდით ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციისგან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო.
“ქართული ოცნება უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც გვიქმნის რისკებს, მაგრამ რომელშიც არ გვიღებენ, და რომლის ღია კარსაც მალე ცხვირწინ მოგვიჯახუნებენ.
ზოგადად, როგორ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციაში მუხლი შეეხებოდეს კონკრეტული ორგანიზაციის წევრობას, თვითკოლონიალიზმია, მაგრამ ახლა უკვე კონკრეტული უსაფრთხოების რისკია, რომელიც ოცნებამ შეგვიქმნა. ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა და ოპოზიცია ერთად ამოიღებდა 78-ე მუხლს.
ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე ბალტიისჭირეთმა ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო არსებითად. და რა სარგებელი? რუსეთთან ესკალაციის რისკი გავზარდეთ ისე, რომ არსად არ მიგვიღეს და აწი მითუმეტეს აღარ მიგვიღებენ და კიდევ მარკ რუტეა თურმე აღშფოთებული.” – წერს ზაზა დობორჯგინიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“