პუტინის მრჩეველი მოლაპარაკებებს რუსეთში აკრძალული WhatsApp-ითაც აწარმოებს

ს თანაშემწე იური უშაკოვმა აღიარა, რომ დაცული კომუნიკაციის გარდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ზოგჯერ WhatsApp-ის საშუალებითაც აწარმოებს.
უშაკოვმა არ გამორიცხა, სწორედ ეს გამხდარიყო ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან საუბრის გაჟონვის მიზეზი.
„დიახ, კონტაქტები დაცული კომუნიკაციების საშუალებით ხდება, სადაც გაჟონვა პრაქტიკულად არ ხდება, თუ ერთი მხარე მიზანმიმართულად არ უშვებს ამას. თუმცა, არის გარკვეული საუბრები WhatsApp-ით, რომელთა მოსმენაც, როგორც ჩანს, ვიღაცას როგორღაც შეუძლია“, — განუცხადა უშაკოვმა „კომერსანტს“.
უშაკოვის თქმით, არც მას და არც უიტკოფს საუბრის გავრცელება არ აწყობდათ.
„უიტკოფი ნამდვილად არ იყო დაინტერესებული. გახსოვთ მაიკლ ფლინის საქმე? იგივე შეიძლებოდა მომხდარიყო აქაც, როდესაც ვინმეს რაღაცის გაკეთება სურს“, — თქვა უშაკოვმა.
2017 წელს -ის სპეციალურ წარმომადგენელ მაიკლ ფლინსა და -ში ს ელჩს, სერგეი კისლიაკს შორის საუბარი ჩაიწერეს. ამის შემდეგ ფლინმა თანამდებობა დატოვა.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იური უშაკოვმა მიანიშნა, რომ სტივ უიტკოფს შესაძლოა, თეთრ სახლში არაკეთილმოსურნეები ჰყავდეს“, — წერს „კომერსანტი“.
ცნობისთვის, WhatsApp-ის ზარები რუსეთში აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაბლოკილია. ამ მესენჯერით ზარების განხორციელება მხოლოდ VPN-ის ჩართვის შემთხვევაშია შესაძლებელი.
Bloomberg-მა მოიპოვა ტრამპის სპეცწარმმადგენელ უიტკოფსა და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვის სატელეგონო საუბრის ჩანაწერი, სადაც უიტკოფი ს პრეზიდენტს აქებდა და უშაკოვს რჩევებს აძლევდა, თუ როგორ დალაპარაკებოდა მოსკოვი ტრამპს.