„ეს არ არის ემოცია“ – რას წერს ირინა სარიშვილი?

ირინა სარიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესის შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„გადაჭედილი დარბაზი. იღება კარი და საბრალდებო სკამისკენ მოდიან წელგამართული, თავაწეული, ღიმილიანი 4 ოქტომბრის კაცები:
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, , ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე… დარბაზი ფეხზე ამდგარი ტაშით ეგებება მათ. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია ამ დიდებული წამების გარდა, როცა 15წლიანი მუხლით ბრალდებულები, ცამდე მართლები და ამაყები თავისი სიმართლით, იქით გამხნევებენ და ძალას გაძლევენ რომ არ გატყდე და ერთი წუთით არ დაეჭვდე იმაში რომ სიმართლე გაიმარჯვებს, აუცილებლად გაიმარჯვებს თუ არ გაჩერდები და ჩვენ არ გავჩერდებით.
ეს არ არის ემოცია – ჩვენ არ გავჩერდებით.“

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…