მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 10 პირი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 10 პირი პატიმრობაში დატოვა.
საქმეში ბრალდებულნი არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, , ირაკლი შაიშმელაშვილი, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია.
ბრალდების მიხედვით, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ედებათ ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი — სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; 225-ე მუხლის პირველი ნაწილი — ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; და 317-ე მუხლი — მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ. აღნიშნული მუხლები 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალად ედება იგივე 19-222-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 225-ე მუხლის პირველი ნაწილი, ხოლო ს — მხოლოდ 225-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება). ორივე შემთხვევაში სასჯელი 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.