„ტვინჩამომჭკნარი ფუჩეჩი აღიარებს…“ – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი ზე

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება:
„ტვინჩამომჭკნარი ფუჩეჩი აღიარებს, რომ არ ტყუოდნენ ისინი, ვინც ამბობდა, რომ 11 წლიანი სასკოლო განათლება ევროპის კარს უკეტავს ქართველ ბავშვებს. ამიტომ დღეს რაღაც აბრაკადაბრა მობოდა პარლამენტში, რომ ვისაც 12 წელი უნდა სწავლა მათთვის სპეცკლასები იქნება. როგორ, რანაირად ღმერთმა იცის. თვითონ მაც არ იცის ჯერ აშკარად.
კობახიძე:
“რეალურად დადასტურდა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა არის შესაძლებელი. მცირე გადანაწილება დასჭირდება სასწავლო პროგრამას. ამის შემდეგ დაისვა მარტივი შეკითხვა, თუ ეს შესაძლებელია, რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ 12 წელიწადი, თუ შესაძლებელია 11 წელიწადში აითვისოს იგივე პროგრამა. უპირატესობა ხანგრძლივობის შემცირებას ბევრი აქვს. იგივე რომ ავიღოთ ეკონომიკური ეფექტი, აქაც დამატებით გემატება 30-40 ათასი სამუშაო ძალა, რაც ეკონომიკისთვის ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია.– განაცხადა მ. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ოპონენტებმა დაუპირისპირეს ამ გზავნილს, იყო ის, რომ 11-წლიანი სწავლების პირობებში მოსწავლეებს გაუჭირდებათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის გაგრძელება. მისი თქმით, მიგრაციას ბევრი მინუსი აქვს, ვინაიდან როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი საზღვარგარეთ სასწავლებლად, უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში.
„ეს არის თითოეული მოსწავლისა და მშობლის არჩევანი. ამაში ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს. კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი საწავლო პროგრამა. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, იმისათვის, რომ შემდეგ ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისათვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში შეგვიძლია, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეცკლასები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. შესაბამისად, ჩანს, რომ მთლიანად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნური დაბრკოლების შექმნას ბავშვებისთვის. არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.