Brent–ი ბარელზე 62.5 დოლართან დასტაბილურდა

ნავთობის ფასები ოთხშაბათს დღის განმავლობაში უმნიშვნელოდ იცვლება, სესიის დასაწყისში ზომიერი ზრდის შემდეგ.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 1 ცენტით, ბარელზე 62.47 დოლარამდე შემცირდა.
NYMEX-ის ბირჟაზე WTI-ის იანვრის ფიუჩერსები 8 ცენტით გაიზარდა და ბარელზე 58.03 დოლარი შეადგინა.