3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ – უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას, ასევე, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში

3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ – უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას, ასევე, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში
3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ – უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას, ასევე, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული სისტემა – 4+2 არავითარ სიღრმისეულ ანალიზს არ ეფუძნება.
„არავის გაუანალიზებია, რამდენადაა აუცილებელი 4+2 სისტემა. ჩვენ სიღრმისეული ანალიზი განვახორციელეთ და ვფიქრობთ, საფუძვლიანად ჩავთვალეთ მიზანშეწონილად 3+1+1 სისტემაზე გადასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ 3 წელიწადში სავსებით არის შესაძლებელი ბაკალავრიატის გავლა მაღალი ხარისხით და ერთ წელიწადში მაგისტრატურის გავლა და + 1 წელიწადში, თუ სტუდენტს უნდა აკადემიური საქმიანობის გაგრძელება.
დამატებით, გაიზრდება სამუშაო ძალა – 30 000 ადამიანით, რაც არის ეკონომიკური ეფექტი, დაკავშირებული ამ კონკრეტულ ცვლილებასთან.
მრავალ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ასეთი სისტემა, ვგულისხმობ განვითარებულ ქვეყნებს, ანუ აპრობირებული პრაქტიკაც არის. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი ეს სისტემა და მეორე მხრივ – უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას. ასევე, თანხების დაზოგვასაც გამოიწვევს, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება ხარჯები, რაც უმაღლეს განათლებასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს თანხები ისევ უმაღლეს განათლებაში უნდა ჩაბრუნდეს, ოღონდ კონკრეტული მიზნობრიობით და ეს მიზანი უნდა იყოს ხარისხის ამაღლება უმაღლესი განათლების სისტემაში,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს