,, ამ ცენტრის თანამშრომლები გააფრთხილეს, ან პროტესტში მიიღებთ მონაწილეობას, ან აქ იმუშავებთო” – სიმონ ჯანაშია

განათლების ექსპერტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს:
,,გუშინ გამოცდების და შეფასების ცენტრიდან, აი იმ დაწესებულებიდან, 2005 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებს რომ ატარებს, რამდენიმე ათეული პროფესიონალი გაათავისუფლეს.
ამ ცენტრის საქმიანობა უამრავჯერ გამიკრიტიკებია ძირითადად იმის გამო, რომ უნივერსიტეტებში მიღების არსებული სისტემა ხელს უწყობს უთანასწორობის შენარჩუნებას განათლების სისტემაში. ვაკრიტიკებდი იმიტომ, რომ სასკოლო განათლება ზედმეტად კონცენტრირებული გახდა გამოცდების დაძლევაზე და შესაბამისად რეპეტიტორობა ძლიერდება.
მაგრამ, შეუძლებელია არ დააფასო ის, რომ ამ ხალხმა შექმნა სისტემა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფცია განათლების სისტემაში, შემოიტანა ქვეყანაში ახალი ცოდნა ტესტების შექმნის, გამოცდების ადმინისტრირების და კვლევის მიმართულებით. ამ ხალხის წყალობით მეტი ვიცით მასწავლებლების და სკოლის დირექტორების კომპეტენციების შესახებ. ამ ადამიანების შრომის და ბრძოლის შედეგია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ტესტირებები მინიმალურად ექვემდებარებოდა პარტიულ კონიუნქტურას.
ცოტა ხნის წინ ამ ცენტრის თანამშრომლები გააფრთხილეს, ან პროტესტში მიიღებთ მონაწილეობას, ან აქ იმუშავებთო. რეალურად არჩევანი იყო, ან მოქალაქეობის უფლებებს, ღირსებას დათმობთ, ან ხელფასსო. ამ ხალხმა ღირსება არ დათმო, რისთვისაც დასაჯეს.
სოლიდარობა უსინდისო რეჟიმის მიერ რეპრესირებულ პროფესიონალებს!
ეს სიგიჟე უნდა დამთავრდეს!
28 ნოემბერს, თსუ-სთან ვიკრიბებით, რომ მარშით გავაპროტესტოთ არაადამიანური რეჟიმი.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება