ირაკლი – ვიმუშავებთ, რომ საზღვარგარეთიდან უცხოელი პედაგოგები მოვიზიდოთ, მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების, რომელთაც აქვთ რესურსი, ლექცია წაიკითხონ – რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, საფრთხე არ შეექმნება

განათლების სამინისტრო აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან კვალიფიციური კადრების მოზიდვა შევძლოთ – მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების, რომელთაც აქვთ რესურსი იმისა, რომ ლექცია წაიკითხონ და კიდევ 7, 8, 10 წლის და შეიძლება მეტი ხნის განმავლობაში იმუშაონ, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომელმაც უმაღლესი განათლების სფეროში რეფორმის გეგმა წარადგინა.
კობახიძის თქმით, არაერთი მიმართულებაა, სადაც არის კადრების დეფიციტი. როგორც მ აღნიშნა, ეს არის ტექნოლოგიები, ტექნიკური და სხვა მიმართულებები.
“ასეთ დეფიციტურ მიმართულებებზე უცხოელი პედაგოგების მოზიდვა იქნება საჭირო. ამაზეც აქტიურად ვიმუშავებთ.
საკადრო პოლიტიკა არსებითად უნდა გადაიხედოს. კათედრის პრინციპი უნდა დაინერგოს, როდესაც მიმართულებას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი მიმართულებით პროგრამების დახვეწაზე, განვითარებაზე და კვლევითი საქმიანობის აქტიურად წარმოებაზე“, – განაცხადა მ.
გარდა ამისა, განათლების რეფორმაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ გაცვლითი პროგრამების შესახებ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ განათლების ახალი რეფორმა გაცვლით პროგრამებს საფრთხეს არ შექმნის.
„რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, არავითარ შემთხვევაში, ეს რეფორმა გაცვლით პროგრამებს პრობლემას არ შეუქმნის. როდესაც უმაღლესი განათლების სისტემა დაიხვეწება, ეს სტუდენტებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ამ რეფორმას პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე და ამ პროგრამებში სტუდენტების ჩართულობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?