დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მასშტაბით საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპზე, ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია ორ მისამართზე – დიღმის მასივის მესამე კვარტლის 37-ე კორპუსსა და მეექვსე კვარტლის 23-ე კორპუსში მიმდინარეობს.
სამუშაოების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 156 300 ლარი იხარჯება.
მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.




